იმერეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რეგიონის ლაბორატორიაში ჯამში 1100-მდე ტესტის ნიმუში ჰქონდათ აღებული.
დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კლასტერია, ერთის წყარო კი ჯერჯერობით გაურკვეველია.
ცნობისთვის, იმერეთის რეგიონში გასული 72 საათის განმავლობაში კორონავირუსი 65 პირს გამოუვლინდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში ინფიცირების შემთხვევა პირველად 10 სექტემბერს გამოვლინდა. სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 29 მილიონს აღწევს.