ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორსა და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფებიან და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. სკოლის პერსონალმა ჯერჯერობით არ იციას, სად გადაიყვანენ. ხაზარაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ვირუსისთვის სამახასიათებელი სიმპტომები არავის აქვს.
ცნობისთვის, კორონავირუსი ქუთაისის მერიის თანამშრომელსაც დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: