კობახიძე და დარჩიაშვილი ებრაჰიმ რაისისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკრძალვაზე, ირანში გაემგზავრნენ

გამოქვეყნდა:

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

"მთავრობის მეთაური და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან." ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ირანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური პირების სამგლოვიარო ცერემონია გრძელდება. ებრაჰიმ რაისს ხუთშაბათს მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.

ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირები 19 მაისს, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი