კინოცენტრის დელეგაციის ოჯახური ვოიაჟი კანის კინოფესტივალზე | როგორ მოხვდნენ დელეგაციაში ბავშვები და მონაწილეების მეუღლეები, უცნობია

გამოქვეყნდა:

კინოცენტრის დელეგაციის ოჯახური ვოიაჟი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეროვნული კინოცენტრი ოფიციალურ გვერდებზე აქვეყნებს ფოტოს, სადაც ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო ფესტივალზე ოჯახის სრული შემადგენლობით არიან.

როგორ მოხვდნენ ოფიციალური დელეგაციის რიგებში მცირეწლოვანი ბავშვები და მონაწილეთა მეუღლეები, რა დაუჯდა სახელმწიფოს კულტურის მინისტრის რჩეულთა და "ოცნების" პროპაგანდისტთა მოგზაურობა საფრანგეთში, ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გასაჯაროვებულა.

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ ქართულ დელეგაციას კანის საერთაშორისო კინოფესტვალზე ერთადერთი მიღწევა ყაზახეთთან გაფორმებული ხელშეკრულება ჰქონდა, რაც, მათი თქმით, გაუგებარია, რადგან ყაზახეთს კინოინდუსტრია ფაქტობრივად არ აქვს. ისინი ასევე ამბობენ, რომ ამ ვიზიტით ქართულ კინოს ძალიან დიდი ზიანი მიადგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი