
აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 389 ტეტია აღებული. კლინიკირ მართვაში დამატებით კიდევ ორი კლინიკა ჩაერთო. გარე კარანტინში 2 932 პირია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ძირითადი დადასტურებული შემთხვევები კონტაქტებს წარმოადგენენ.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასურდა, მათგან 15 32-ე სკოლის კლასტერს წარმოადგენს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.