ახალი პოლიტიკური სკანდალი პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის. 26 მაისის დღესასწაულის მოლოდინში პოლიტიკური ისტებლიშმენტი საზეიმო ღონისძიებების ფორმატს და ამ ღონისძიებებში პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების როლს განიხილავს. ერთი თვეც არ არის გასული ხმაურიანი სკანდალიდან, რომელმაც კიდევ ერთხელ და ცალსახად აჩვენა რამდენად დიდია დაპირისპირება ხელისუფლების შტოებს შორის. თავდაცვის ძალების იუბილეზე მთვრობის მეთაურის და თავდაცვის მინისტრი არც კი მიესალმნენ უმაღლეს მთვარსარდალს და ამით უკიდურესი უპატივცემულობა გამოავლინეს.