რუსული კანონის დამანგრეველი ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე უკვე აისახა. ეროვნულმა ვალუტამ მყისიერად დაიწყო გაუფასურება, უარყოფით შედეგს უკვე იმკის ბიზნესიც. ზაფხულის სეზონის მოახლოების მიუხედავად მკვეთრად დამძიმდა ვითარება ტურისტულ სექტორში. ერთმანეთის მიყოლებით უქმდება ჯავშნები დიდ და საოჯახო ტიპის სასტუმროებში და ეს ყველაფერი არ არის, ექსპერტები ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ და ვარაუდობენ, რომ კრიზისი სხვა სფეროებსაც მოიცავს. "ოცნების" ხელისუფლების ღია განაცხადი, რომ საქართველო დასავლურ ვექტორს ცვლის, პირდაპირი სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობისთვის სტაბილური და უსაფრთხო გარემო აღარ არსებობს.