სტრატეგიული პარტნიორების მკაცრ გაფრთხილებებს კონკრეტული გადაწყვეტილებები ცვლის. საფრანგეთისა და ლიეტუვის პარლამენტებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსული კანონის ამოქმედებისთანავე შევა ძალაში. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში საფრანგეთი და ლიეტუვაც საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერენ. ასევე ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, 27 მაისსაა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იკრიბებიან. სადაც, დიდი ალბათობით, განიხილება 4 სახელმწიფოს ინიციატივა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თაობაზე.