"თსუ-ის პროფესორების დიდი ნაწილი პოლიტიკური ნიშნითაა შერჩეული" | კობახიძე განათლების სისტემაში რეპრესიებს აანონსებს

გამოქვეყნდა:

"თსუ-ს პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული," - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თქვა და განათლების სისტემაში რეპრესიები დააანონსა. 

"...კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს უმაღლესი განათლების სისტემაში. რომ ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი - პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია, ვის მხარეს და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია. შეიძლება პოლიტიკური მიკერძოება ნებისმიერ პროფესორს ჰქონდეს, მაგრამ როდესაც არც კვალიფიკაცია გაქვს და პოლიტიკურად მიკერძოებული ხარ, აქ ჩანს, სინამდვილეში როგორ ფორმირდებოდა პროფესურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

[...]

ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ რეფორმას, რომლის საფუძველზეც შედეგად მივიღებთ არა განსხვავებულ პოლიტიკურ სურათს, არამედ ოთხი წლის თავზე გვექნება თვისებრივად ახალი ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებს ექნებათ საკუთარი ინტერესების რეალიზების ათჯერ უკეთესი შესაძლებლობა. სწავლების ხარისხი და შინაარსი იქნება თვისებრივად განსხვავებული. გვექნება განახლებული სახელმძღვანელოები და კურიკულუმები. ეს იქნება თვისებრივად გადალაგებული სისტემა, სადაც ნაცვლად იმისა, რომ ემსახურებოდეს პოლიტიკურ ინტერესებს, ორიენტირებული იქნება ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალი ხარისხის განათლებაზე," - თქვა კობახიძემ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი