უკრაინაში, რუსეთთან ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი, ვანო ნადირაძე ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, წარმოშობით ქისტი სერგო გორნაკაშვილი ხარკოვის მიმართულებით დაიღუპა. ხარკოვის ოლქი ფრონტის ცხელი წერტილია. რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ დაიწყეს ახალი შეტევა და განაცხადეს, რომ დაიპყრეს რამდენიმე სოფელი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე, ქალაქ ხარკოვთან. კრემლის ძალები ცდილობენ გაარღვიონ უკრაინის ფრონტის ხაზი. 

რუსეთმა ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი