
"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუისი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.
ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ, ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელ მდივნის, გედევან ფოფხაძეს" ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, -აცხადებენ პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის"ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.