
"აბსურდსა და პარანოიულ ბოდვას” უწოდებს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ ევროკომისარი "დაემუქრა". როგორც ბოკუჩავა ამბობს, ივანიშვილს და მის გარემოცვას მოახლოებული სანქციების ეშინიათ და მსგავს განცხადებებს სწორედ ეს შიში განაპირობებს.
“ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის მიმართ, რომლის სახელს და გვარს არ ახმოვანებს, არის სრული აბსურდი, პარანოიული ბოდვა. მაგრამ რაც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია მას შემდეგ, რაც ვეტოს დაძლევენ. სწორედ ამ კარს მომდგარი ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები. ამან განაპირობა ეს აბსურდული განცხადებები”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
იხილეთ კობახიძის განცხადება: