"ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერმინისტრი ჰქვია... სხვა გზა, გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია" | ბოკერია კობახიძეზე

გამოქვეყნდა:

"ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერმინისტრი ჰქვია... სხვა გზა, გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია," - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა  ბოკერიამ განაცხადა და პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია ხოლმე, რომ არ ვიცი ხოლმე, რა უნდა ითქვას ამაზე და რა ვიცი, ხალხო, ვინც კი არის დარჩენილი კიდე, ადამიანები, ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერმინისტრი ჰქვია და იცით, რომ ამის უკან კიდე უარესი პოლიტიკური ავადმყოფია ივანიშვილი, ვინც მართავს ამ ყველაფერს. რა ვიცი, სხვა გზა გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია," - განაცხადა ბოკერიამ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი