
"ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურიზებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია"- ასე აფასებს "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი პრემიერ კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას ერთ-ერთი ევროკომისარი "დაემუქრა".
"ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანებს მოეჩვენოთ, რომ კობახიძეს სჭირდება სამედიცინო დახმარება, ან შესაძლოა ეს თემა გადაიქცეს იუმორის ჟანრში, თუმცა ძალიან მკაფიოდ მინდა გითხრათ რომ ის, რასაც აკეთებს კობახიძე, არის ძალიან სტრუქტურიზებული, გამიზნული, კარგად მოფიქრებული, კრემლში დაწერილი დეზინფორმაცია, თუმცა კობახიძე, ის არ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ის არის კრემლის პროპაგანდისტი." ამბობს ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, პრემიერმა დღეს, 23 მაისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ ევროკომისარი "დაემუქრა" და მაგალითად ფიცოზე თავდასხმა მოუყვანა.