შეთქმულების თეორიის ახალი სტანდარტი ირაკლი კობახიძისგან. საქართველოს პრემიერმინისტრი, სრული სერიოზულობით ამბობს, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას მკვლელობით დაემუქრა. მთავრობის მეთაურმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბრობს მისსა და ევროპელი მაღალჩინოსნის სატელეფონო საუბარზე, რომელშიც პოლიტიკოსი მას სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა.
რობერტ ფიცოს ცოტა ხნის წინ ესროლეს და დაჭრეს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკომისარმა საუბარში ჩამოთვალა თუ რას გააკეთებს დასავლეთი რუსული კანონზე ვეტოს დაძლევის შემთხვევაში - მათ შორის ფიცოს ისტორიაც ახსენა და პრემიერს ურჩია - ფრთხილად იყოს. და ეს ყველაფერი არ არის - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ მას გლობალური ომის პარტიას ემუქრება.
იხილეთ ასევე: