პრემიერის ვიზიტი ირანში | სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კობახიძე თეირანში რუსეთის დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

გამოქვეყნდა:

შედგა თუ არა საიდუმლო შეხვედრა ირაკლი კობახიძესა და რუსეთის დუმის თავმჯდომარეს შორის. უკვე მეორე დღეა ექსპერტები თბილისში საქართველოს პრემიერის მოულოდნელ ვიზიტს განიხილავენ ირანში. თეირანში კობახიძე პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩავიდა, სადაც ამავდროულად ვიაჩესლავ ვოლოდინიც იმყოფებოდა. საქართველო ევროპის კონტინენტიდან ერთადერთი ქვეყანა იყო , რომელიც თეირანში უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. საქართველოს პრემიერი რუსეთის გარდა, საერთაშორისოდ აღიარებული ტერორისტული რეჟიმების ლიდერების ჰესბოლას, ჰამასისა და თალიბანის გვერდიგვერდ იდგა. კობახიძის მოულოდნელ ვიზიტს ირანში, თბილისში დასავლური კურსის შეცვლის კიდევ ერთ მტკიცე არგუმენტად მიიჩნევენ.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი