ერთ სანქციებს როგორმე ავიტანთ, მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც | ზავრადაშვილი

გამოქვეყნდა:

როგორ ხვდება "ქართული ოცნება" ამერიკის გადაწყვეტილებას, სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე -  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის კითხვებს გაექცა.

"ოცნების" დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი ამბობს, რომ ის და მისი ოჯახი ყველანაირი სანქციებისთვის მზადაა. "მთავარი არხის" კითხვაზე, მაინც აპირებენ თუ არა რუსულ კანონზე ვეტო დაძლიონ, დეპუტატი ამბობს, რომ უკან არ დაიხევენ. 

"საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და "ქართული ოცნების" ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს.

ჯერ კიდევ საკითხავია სანქციები ვის დაეწესება და როგორ დაეწესება, მოდი, შევთანხმდეთ. კარგად წაიკითხეთ განცხადება და მერე ვილაპარაკოთ. დამშვიდდით, ხალხო, რა მოგივიდათ... [ჟურნალისტი: უკან დახევას არ აპირებთ, ვეტოს მაინც დაძლევთ?] არავითარ შემთხვევაში. ჯერ დააწესონ სანქციები და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ... მზად ვარ სანქციებისთვის, კიდევ უფრო მეტი რა გაინტერესებთ?...გეუბნებით, რომ მზად ვარ ყველანაირი სანქციებისთვის მეც და ჩემი ოჯახიც...დამშვიდდით, საქართველო გაიმარჯვებს...[სჯობს] შეშფოთება იმაზე გამოთქვათ, რაც მუქარა იყო ჩვენი ქვეყნის პირველ პირთან დაკავშირებით," - აცხადებს ზავრადაშვილი.

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი