"7 საათზე, მე ვიდგები თავისუფლების მოედანზე, გავუდგებით გზას შსს-სკენ, ქაჯეთის ციხისკენ, გთხოვთ, რომ გავერთიანდეთ - თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისთვის" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

დღეს, 19 საათზე, თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მიმართვა გაავრცელეს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეებმა. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ შსს დღეს ქართველ პატრიოტებს აპატიმრებს, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ. ის სთხოვს მოქალაქეებს, გაერთიანდნენ თავისუფლებისთვის.

"ყველა ავტორიტარული რეჟიმი, ისეთი როგორიც არის ივანიშვილი, პოლიტიკური პატიმრების გარდა იყენებს ე.წ. მოტრიალე კარის პოლიტიკას, მოტრიალე კარის პოლიტიკა არის ადამიანების დაკავება ე.წ. ადმინისტრაციული წესით და მათი გარიდება პროტესტებიდან. "ქართული ოცნების" პრაქტიკა ამ მიმართულებით, არის წარმოუდგენლად ფართო, უამრავი ადამიანის დაპატიმრება ხდება, მათი ჩასმა ციხეებში, მათი მოქცევა უზარმაზარ ფინანსურ ვალდებულებებში და ეს სხვა არაფერია, თუ არა მოტრიალე კარის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკური დაკავებები. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა ვცდილობდეთ, რომ მხარი დავუჭიროთ არა მარტო პოლიტიკურ პატიმრებს, ვინც დიდი ხნით არის ციხეში, ცხადია მათაც და პირველი რიგში მათ, მაგრამ ასევე იმ ხალხს, ვინც არის მოტრიალე კარის პოლიტიკის მსხვერპლი და ამით ზიანდება არა მხოლოდ მათი ცხოვრება, არა მხოლოდ მათი ნათესავების ინტერესები, ჩვენი ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები.  7 საათზე, მე ვიდგები თავისუფლების მოედანზე, მრავალთა შორის ერთ-ერთი ვიქნები, დარწმუნებული ვარ და გავუდგებით გზას შსს-სკენ, ქაჯეთის ციხისკენ, რომელიც აპატიმრებს ქართველ პატრიოტებს, ყველა მათგანი მე მიმაჩნია პოლიტპატიმრად, მხარდაჭერა მათ და გთხოვთ რომ გავერთიანდეთ - თავისუფლების მოედანზე, თავისუფლებისთვის", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა მელიას განცხადებით, შსს-ში ხდება გენერაცია ბოროტული იდეების, მათ შორის მოქალაქეებზე თავდასხმების, შეურაცხყოფისა და მუქარის შემცველი ზარების, რასაც დღეს მშვიდობიანად გააპროტესტებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი