
"ევროპულ-დემოკრატიული ერთობა" - საქართველოში ახალი პოლიტიკური პლატფორმა დაფუძნდა. ის სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკურ პარტია "ევროპელ დემოკრატებთან" ერთად დააფუძნეს.
პლატფორმის ლიდერებმა მისი შექმნის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ პარტიებს კი გაერთიანებისკენ მოუწოდეს.
"შეიქმნა პლატფორმა "ევროპულ-დემოკრატიული ერთობა." ეს არის ზეპარტიული ერთობა და ჩვენ გადავდივართ უკვე ლაპარაკიდან და იდეების შეთავაზებიდან ქმედებაზე. რა თქმა უნდა, გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებთან იყო წინასწარი კონსულტაციები. ჩვენ ვთავაზობთ ყველა აქტიურ მოქალაქეს, რომ მათ ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე მივცეთ საშუალება პოლიტიკაში თავისი სიტყვის თქმის," - აცხადებს აკია ბარბაქაძე.