"[კანონის] ამ ფორმით [ძალაში] შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები... მიზანშეწონილია, შეიცვალოს" | ფინანსთა მინისტრის მოადგილე

გამოქვეყნდა:

"[კანონის] ამ ფორმით [ძალაში] შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები... მიზანშეწონილია, შეიცვალოს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და საპარლამენტო მდივანი, გიორგი კაკაურიძე საუბრობს. 

კანონი ძალაში შევა, როგორი შევა, მთავარი არის ეს. იყო როგორც ვენეციის... ამ ფორმით შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები. გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა, პრობლემური საკითხები თუ რამე არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია, შეიცვალოს. 

[ჟურნალისტი: ბოლოს როდის იყავით ამერიკაში?] წელს. 

[ჟურნალისტი: ამერიკაში რომ ვეღარ ჩახვალთ...] რატომ გგონია, რომ ვერ ჩავალ?.. მე ჩავალ თუ არა, თქვენ შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ?, - ამბობს კაკაურიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი