
"აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად" - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია X-ზე და ენტონი ბლინკენის მიერ, სავიზო შეზღუდვების გამოცხადებას ეხმაურება:
"დღეს, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე პასუხისმგებელი პირებისთვის. აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით საქართველოს დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად" - წერს უზრა ზეია
შეგახსენებთ, რომ აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს