აშშ კონკრეტულ ქმედებებზე გადადის | ისტორიაში პირველად, საქართველოს დასანქცირებული ხელისუფლება ჰყავს

გამოქვეყნდა:

სანქციები შეეხება ყველას, ვისაც საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს - ეს გზავნილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ეკუთვნის. ენტონი ბლინკენი უკვე დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე და პოლიტიკური პირდაპირობით წერს, რომ იწყებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. სამოქმედო გეგმა მკაფიოა - ვაშინგტონი შეადგენს სიას და დააწესებს საფინანსო და სამოგზაურო სანქციებს. სიაში მოხვდება ყველა, ვინც ხელს უშლის საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას. 

აღმასრულებელი ხელისუფლების გარდა მოქმედებს სენატიც - ქართველი ხალხის აქტი კაპიტოლიუმში დარეგისტრირდა და ირკვევა, რომ ამ დოკუმენტში სანქციების გარდა საუბარია მაგნიტსკის აქტის ამოქმედებაზე იმ ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ, ვისაც უშუალო წვლილი შეაქვს საქართველოს კრემლის ორბიტაზე გადაყვანაში. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი