ჟურნალისტ ელის კილაძის ინფორმაციით, გოლთეთში, იქ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იპოვეს, ნამდვილად ბოლო ლოკაციაა, თუმცა მანამდე ბაჩალიაშვილი "ვილა ალგეთის" ტერიტორიაზე მიიყვანეს. კილაძის თქმით, მას ინფორმაცია უცნობმა პირმა მიაწოდა.
მან მითხრა, რომ რეალურად, სადაც მანქანა იპოვეს, ის არის ბოლო წერტილი და ამბავი მოხდა სულ სხვა ადგილას. ჩამიგდო საკადასტრო კოდი. ამ ლოკაციაზე მდებარეობს ვილა ალგეთი, რომლის მფლობელიც გახლავთ გიორგი ღარიბაშვილი. დაინტერესებულ პირებს შორის ოფიციალური ინფორმაციით, იძებნება გურამ მაჭარაშვილი, ქართული ოცნების დეპუტატი - ამბობს ელისო კილაძე
შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი ხუთდღიანი გაუჩინარების შემდეგ, სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, გოლთეთის ტერიტორიაზე, 22 ივლისს, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.