პუტინმა ზელენსკი "არალეგიტიმურად" გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

პუტინმა ზელენსკი "არალეგიტიმურად" გამოაცხადა - მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ  შვეიცარიაში დაგეგმილი სამშვიდობო კონფერენცია "დასავლური საზოგადოების მიერ ზელენსკის ლეგიტიმურობის დადასტურებას ისახავს მიზნად".

პუტინის თქმით, ზელენსკის ლეგიტიმურობის საკითხს „უკრაინაში უნდა გაეცეს პასუხი"

"სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ლეგიტიმაცია დასრულდა. ჩვენ უნდა შევხედოთ რა წერია უკრაინის კონსტიტუციაში“, - ამბობს ოკუპანტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა მაისში იწურება, თუმცა უკრაინის კანონმდებლობით, საომარი მდგომარეობის დროს, ქვეყანაში არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, შესაბამისად ზელენსკის უფლებამოსილება ავტომატურად გახანგრძლივდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი