აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი პაკეტი გამოაცხადა. როგორც უკრაინული მედია წერს, ეს დახმარების უკვე მეხუთე პაკეტია მას შემდეგ, რაც უკრაინისა და სხვა მოკავშირეების დაფინანსების კანონპროექტი მიიღო კონგრესმა და ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს:
აშშ-მა 6 მილიარდი დოლარი გამოყო უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებშიც, რომელიც აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიასთან გრძელვადიანი კონტრაქტების ხარჯებისთვის დაიხარჯება.