28-31 მაისს ბლინკენი მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 28-31 მაისს მოლდოვასა და ჩეხეთს ეწვევა. კიშინიოვში ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

"კიშინიოვში, მდივანი ბლინკენი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტუროს," - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პრაღაში ვიზიტისას კი ბლინკენი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და თავდაცვის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს.

პრაღაში ყოფნისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტების განხილვაა დაგეგმილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი