ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი, სავარაუდოდ უამინდობის გამო, ავარიულად დაეშვა

გამოქვეყნდა:

სომხური მედიის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვერტმფრენი ქალაქ ვანაძორში ავარიულად დაეშვა. მიზეზად უამინდობა დასახელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა თავად ფაშინიანმაც გაავრცელა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

"ჩემო საყვარლებო, ყველაფერი კარგადაა. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩვენი ვერტმფრენი ვანაძორში დაჯდა. ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მანქანით მგზავრობას. ყველას კარგი დღე გქონოდეთ," - წერს ფაშინიანი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი