"საქართველოს მომავალი ევროპაშია" | ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს.

"საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.

კოლეგებს და პარტნიორებს-განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს გელაშვილი.

მირზა გელაშვილს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2021 წლიდან ეკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი