დროა მოკავშირეებმა განიხილონ იმ შეზღუდვების გაუქმება, რომლებიც უკრაინისთვის გადაცემული იარაღის გამოყენებაზე დააწესეს | სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ დროა მოკავშირეებმა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენების შეზღუდვებს გადახედონ. კერძოდ საუბარია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იერიშის მიტანაზე. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სტოლტენბერგის თქმით, შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხარკოვის რეგიონში ბრძოლები გრძელდება და კონტაქტის ხაზი სასაზღვრო ზოლს ემთხვევა.

„დროა მოკავშირეებმა განიხილონ გარკვეული შეზღუდვების გაუქმება, რომლებიც მათ დააწესეს უკრაინაში გადატანილი იარაღის გამოყენებაზე. განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვში, საზღვრის მახლობლად მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, უკრაინისთვის უარის თქმა ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ რუსეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ართულებს მისთვის ტერიტორიის დაცვას." ამბობს სტოლტენბერგი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი