
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, ციხის მშენებლობაზე დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, ინფიცირებულს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონია.
ვინაიდან ეს არის მშენებარე დაწესებულება, იქ დასაქმებულ პირს არანაირი შეხება არ აქვს არც პატიმრებთან, არც იუსტიციის სამინისტროს ან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებარე დაწესებულების გარე პერიმეტრს იცავს გარე დაცვის სამსახური, რომლის თანამშრომლები მხოლოდ პერიმეტრზე მორიგეობენ და სპეციალური დამცავი საშუალებებით არიან აღჭურვილნი, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი.
ინფიცირებულებიდან 90 აჭარიდანაა, 16 - იმერეთიდან, 11-ის წყარო კი უცნობია.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა.