მოლდოვა რუსეთისგან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის ექსტრადირებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

მოლდოვა რუსეთისგან გაქცეული ოლიგარქის, ილან შორის ექსტრადირებას ითხოვს. მას ქვეყანაში 15 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. მოლდოვის იუსტიციის მინისტრის, ვერონიკა მიხაილოვ-მორაუს თქმით, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს ოფიციალური დასტური, რომ ოლიგარქს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს- "თუ ოფიციალურად შეგვატყობინებენ, რომ მას ასევე აქვს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, გავაანალიზებთ გარემოებებს და ვნახავთ პროცედურულად როგორ მოვიქცეთ“, - განაცხადა მიხაილოვ-მორაუმ.

მოლდოვის საგამოძიებო ორგანოებმა დაადგინეს, რომ შორი 2014 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის მოპარვის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და ბენეფიციარი იყო. ის იყო ორი ბანკის აქციონერი, რომლებიც მოგვიანებით გაკოტრდა. შორი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 

ის ერთ-ერთი პრორუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერია. მისი პარტია მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის კრძალა, რის გამოც ოლიგარქმა 2024 წლის აპრილში, მოსკოვში ახალი პოლიტიკური ბლოკის ყრილობა მოაწყო და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლოდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რეფერენდუმის ჩატარებისთვის მზადება დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი