"საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით EU-სკენ მიმავალ გზაზე" | საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე:

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო საქართველოში გულწრფელად ულოცავს ქართველ ხალხს. საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის ამ სიმბოლურ დღეს. საფრანგეთი გააგრძელებს მტკიცედ დგომას საქართველოსა და მისი ხალხის გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე." ნათქვამია დიპლომატიური უწყების მიმართვაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი