ოკუპანტები ხურვალეთთან - საოკუპაციო ხაზს მიღმა, შესაძლოა საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდეს

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო ხაზს მიღმა, ხურვალეთში შესაძლოა საცხოვრებელი სახლები აღმოჩნდეს. უკვე მეორე დღეა ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ. 

მეორე დღეა მიმდინარეობს ხურვალეთში ბორდერიზაცია, მართალია მაღალი ტემპი არაა, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს, ბოძები საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაა დამონტაჟებული, შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ სახლებიც მოყვეს ოკუპაციის ხაზს მიღმა, რეალურია" ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა.

მომხდართან დაკავშირებით სუს-ს სტანდარტული პასუხი აქვს -  გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია:

საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს - ამბობენ უსაფრთხოების სამსახურში.

ოკუპანტებმა ხურვალეთთან ე.წ. ბორდერიზაცია გუშინ, 12 სექტებერს განაახლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი