დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე კობახიძემ პრეზიდენტი ისევ ღალატში დაადანაშაულა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტი ისევ ღალატში დაადანაშაულა.  მან თქვა, რომ 2012 წლიდან დღემდე საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა გამოვიარეთ "განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში".

"106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია მხოლოდ 3 წელი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, მას შემდეგ საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც დარწმუნებული ვარ აღთქმულ მიწამდე.  ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. [...]  სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა", - თქვა კობახიძემ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი