
"მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ბრძოლა თავისუფლებისთვის არასდროს მთავრდება. მით უმეტეს, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის, რომელსაც ადგილსამყოფელად განგებამ უდიდეს ცივილიზაციათა გზაჯვარედინი არგუნა. მტერ-მოყვარეები ხშირად ცდილობდნენ ქართველების დაბნევას, უცხო დროშაზე სწორებას და სხვა მზის დაფიცებას. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო," - აცხადებს პაპუაშვილი.