ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე | კობახიძე არ პასუხობს კითხვას, ელოდება თუ არა სანქცირებულთა სიაში მის სახელს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე არ პასუხობს კითხვას, ელოდება თუ არა, რომ ამერიკის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში მისი სახელი და გვარიც მოხდება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ 26 მაისი არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე.

"სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე. ეს არის ეროვნული დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანაზე.

[ჟურნალისტი: თუ ელოდებით თქვენს სახელსა და გვარს სანქცირებულთა სიაში?]

ეს კითხვა არის სიმბოლური დღევანდელ დღეს. აქტუალურია და სიმბოლური. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს," - ამბობს კობახიძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი