რეპრესიული კანონი, რომელსაც "ქართული ოცნება" პროპაგანდისტულად გამჭვივრალობის ნიღბით ფარავდა, რომ ნამდვილად ანტიდემოკრატიული და შესაბამისად რუსულია - არგუმენტების ჩამოსათვლელად ვენეციის კომისიას 24 გვერდი დასჭირდა. ვენეციის კომისია ევროპული საბჭოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ევროკავშირისა და ასპირანტი ქვეყნების კანონმდებლებს უნებლიე სამართლებრივი ხარვეზებისგან აზღვევს. ანუ ეს კომისია დემოკრატიის დაზღვევაა.
პრორუსი ოლიგარქის პარტიის მანიპულაციური პროპაგანდა კომისიამ სრულად გააქარწყლა. რუსული კანონი რომ დაუყოვნებლივ უკან უნდა იქნას გატანილი, და ის რომ ნაღმია ქვეყნის ევროატლანტიკურ გზაზე, NATO-ს საპარლამენტოი ასამბლეამ უკვე დღევანდელი განცხადებაშიც გაიმეორა.
ერთი სიტყვით, თუ ზეგ "ქართული ოცნება" ვეტოს გადალახავს და რუსულ კანონს საბოლოოდ გაააქტიურებს, საქართველოს გეზი ამ ისტორიულ გზაჯვარედინზე სრულიად ნათელი იქნება ყველასთვის - შინ თუ გარეთ, პრორუსი ოლიგარქის პარტია საბოლოო არჩევნს რუსეთზე და დიქატურის დამყარებაზე გააკეთებს.