"საქართველოს ვუსურვებ ნათელ და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე," - ამის შესახებ ისლანდიის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა, X-ზე დაწერა და პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"გილოცავთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ყველა ადამიანს დამოუკიდებლობის დღეს. თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩემი ოფიციალური ვიზიტის გახსენებისას, საქართველოს ვუსურვებ ნათელ და აყვავებულ მომავალს, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე. Gilotsav Sakartvelo!" - წერს იოჰანესონი და სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.