"ძალიან დადებითად ვაფასებ" | გიგა ბოკერია პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"

გამოქვეყნდა:

"ძალიან დადებითად ვაფასებ, სულისკვეთებას, მთავარ გზავნილს..." - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი "ქართული ქარტიის" შესახებ.

"ძალიან დადებითად ვაფასებ, სულისკვეთებას, მთავარ გზავნილს... ჩემი პოლიტიკური გუნდის ნაცვლად არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაა, რომ ჩვენ და ყველა პასხუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს და მთავარი, რაც ყველამ უნდა გაიგოს და რაზეც იყო ამდენი ხანი, ჩემი აზრით არასასარგებლო კუთხით გზავნილები, ერთმანეთში ათქვეფა, ერთ ყულაბაში ჩაყრა განსხვავებული პოლიტიკური ძალების არის ის, რაც უნდა მმართველი გუნდის პროპაგანდას, განსხვავებები მნიშვნელოვანი უნდა არსებობდეს, კამათიც უნდა იყოს, ოღონდ ჩვენ უნდა შევძლოთ დემონსტრირება იმისი, რომ შეგვიძლია შეთანხმება ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია რომ სწრაფად გადაიდგას, რომ უფსკრულის პირას ვართ, ამ რეჟიმმა დაგვაყენა და აქედან უნდა გავიწიოთ", - განაცხადა ბოკერიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი