"ერთობაზე ყოველთვის დადებითი პოზიცია გვაქვს ხოლმე... კარგად გავეცნობით და ერთიან პათოსს გაგაცნობთ" | ფავლენიშვილი პრეზიდენტის "ქართულ ქარტიაზე"

გამოქვეყნდა:

"ერთობაზე ყოველთვის დადებითი პოზიცია გვაქვს ხოლმე... კარგად გავეცნობით და ერთიან პათოსს გაგაცნობთ", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი საუბრობს და პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" შეთავაზებას ეხმაურება.

"ჩვენ ერთობას მივესალმებით. ერთიანი სია მიგვაჩნდა ყველაზე ეფექტურ მეთოდად, თუმცა, აქვე პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ ერთიანობას და კოორდინაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველა შემთხვევაში, პროდასავლური ამომრჩევლის ხმა არ უნდა დაიკარგოს და გადამწყვეტ ბრძოლაში უნდა ვიყოთ კოორდინირებულები. 

[...]

ზოგადად, ჩვენ, ერთობაზე გვაქვს ხოლმე ყოველთვის დადებითი პოზიცია. რაც შეეხება პათოსს ამ ქარტიის, ჩვენ ამ პათოსსაც ვიზიარებთ. ამას კარგად გავეცნობით და ერთიან პათოსს გავაცნობთ საზოგადოებას, - თქვა ფავლენიშვილმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი