თურქეთში, მთავარ გზატკეცილზე, საერთაშორისო ავტობუსი სამ მანქანას შეეჯახა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე ათი ადამიანი, დაშავდა 39. ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაიამი ავრცელებს.
იერლიკაიამის ცნობით, შემთხვევა სამხრეთ თურქეთში, ტარსუსის რაიონში მოხდა - სტამბოლისკენ მიმავალი ავტობუსი სატრანსპორტო სატვირთოს და კიდევ ორ ავტომობილს შეეჯახა.
მთავრობის ცნობით, შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.