დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

დოჰა-დუბლინის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის შედეგად, ექვსი მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი დაშავდა. თვითმფრინავი დუბლინში, ადგილობრივი დროით 13:00 საათამდე, დაეშვა. 

რეისს აეროპორტში სასწრაფო დახმარების სამსახურები დახვდნენ, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

Qatar Airways-ის CNN-სთვის მიცემულ განცხადებაში, აღნიშნულია: "მგზავრების და ეკიპაჟის მცირე რაოდენობამ ფრენისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო და ახლა სამედიცინო დახმარებას უტარდებათ... საკითხი ახლა შიდა გამოძიებას ექვემდებარება... ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია."

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი