ორბანმა კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მის წერილს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს: 

"პატივცემულო პრემიერ-მინისტრო!

ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი კეთილი სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების განუწყვეტელი განვითარება. ჩვენს საერთო ინტერესშია, ხელი შევუწყოთ უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაფართოებას, რისთვისაც კარგი საშუალება იქნება წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი უმაღლესი დონის ჩვენი სამთავრობო შეხვედრა.

მოხარული ვარ, რომ გასულ თვეს უნგრეთში შეხვედრის საშუალება მოგვეცა ბუდაპეშტის CPAC კონფერენციაზე და მჯერა, რომ შემდგომშიც გვექნება ახალი მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება. გარწმუნებთ, რომ ჩვენი მიზანია ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობების სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის ძალისხმევის სრული მხარდაჭერა.

მრავალ წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!" - წერია წერილში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი