ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში გიტანას ნაუსედა მეორე ვადით აირჩიეს

გამოქვეყნდა:

ლიეტუვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც პრეზიდენტი გიტანას  ნაუსედა 
ხუთწლიანი ვადით მეორედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

საარჩევნო კომისიის თანახმად, არჩევნები 26 მაისს ჩატარდა. საარჩევნო ოლქების 90%-ის დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების 76% მიიღო, რის შედეგადაც მისმა ოპონენტმა, პრემიერმინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ დამარცხება აღიარა. 

"ლიეტუვის დამოუკიდებლობა და თავისუფლება მყიფე ჭურჭელივითაა, რომელსაც ჩვენგან სათუთად მოვლა და გაბზარვისგან დაცვა სჭირდება", - განაცხადა ნაუსედამ გამარჯვების გამოცხადების შემდეგ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი