სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა კვირას რაფაჰში, დევნილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, განაცხადა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ. ეს ხდება მას შემდეგ, რაც "ჰამასმა" თელ-ავივის მიმართულებით პირველად ისროლა რაკეტები რამდენიმე თვის შემდეგ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ რაფაჰის რაიონიდან რვა რაკეტა იყო გასროლილი და "არაერთი ჭურვი" იქნა შეჩერებული.
ღაზის ხელისუფლება და მედიკოსები ამბობენ, რომ თავდასხმა მოხდა დევნილთა ბანაკზე, რომელიც ისრაელის მიერ "უსაფრთხო ზონად" იყო გამოცხადებული.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ დაბომბვა იყო მებრძოლთა შენაერთის ტერიტორიაზე, და რომ მოკლულია "ჰამასის" ორი მაღალჩინოსანი.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადგილზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რამაც მოიცვა დიდი კონტეინერი, რომელიც გამოიყენებოდა ათობით ოჯახის თავშესაფრად, გარშემორტყმული ასობით კარვით.
"ჰამასმა" თავდასხმა შეაფასა, როგორც "ხოცვა" და განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას აკისრებს აშშ-ს ადმინისტრაციასა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.