ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

ისრაელში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა - ქართველი ემიგრანტები თელ-ავივში, შეიკრიბნენ, რათა ხმა მიეწვდინათ ხელისუფლებისთვის და კიდევ ერთხელ ეთქვათ, რომ საქართველო არ გახდება რუსეთი. 

"ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. საქართველო იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი დიდი ნატვრა, რომ ყველა ერთად დავბრუნდეთ საქართველოში და შევხვდეთ თავისუფლებას და დემოკრატიას ყველა ერთად. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და გაბრწყინებულ საქართველოს," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი