იურიდიულ კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. "ოცნების" წევრები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს საუბრის საშუალებას არ აძლევენ და ყველანაირად ცდილობენ მისთვის ხელის შეშლას. გიორგი მსხილაძემ ჩამოთვალა ოთხი კონკრეტული მუხლი საქართველოს კონსტიტუციიდან, რასაც ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი არღვევს.
საპარლამენტო უმრავლესობა თავს ესხმის სალომე ზურაბიშვილსაც რუსულ კანონზე ვეტოს დადებისა და მოტივირებულ შენიშვნებში მისი პოზიციის გამო.
"ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა კი გიორგი მსხილაძის მისამართით პირადი ცხოვრების კადრებით, მუქარაც გააჟღერა:
„ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ უკვე. პირველი კითხვაა, თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში, იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების [უჩა აბაშიძე] ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული?" თქვა წილოსანმა
პრეზიდენტის შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.