ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა | უკრაინის პრეზიდენტს აეროპორტში მეფე ფილიპე VI დახვდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია წერს,  მადრიდ-ბარახასის აეროპორტში მას ესპანეთის მეფე ფილიპე VI დახვდა.

ესპანური მედია აღნიშნავს, რომ ეს არის მეფის მხრიდან მხარდაჭერის უჩვეულო ნაბიჯი, რადგან მონარქი, როგორც წესი, ვიზიტების დროს ასე არ იქცევა. ფილიპე VI მსგავსად ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 2022 წლის ივნისში დახვდა, როდესაც ის ესპანეთში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პრემიერმინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება, რომელთან ერთადაც, სავარაუდოდ ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი