უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი | გამოცხადდა ახალი სამხედრო დახმარებაც

გამოქვეყნდა:

უკრაინამ და ესპანეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ესპანეთის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჩავიდა და პრემიერთან პირველი შეხვედრაც უკვე გამართა. 

ხელი მოვაწერეთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. ეს არის ხელშეკრულება მომავლისთვის და ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადავწყვიტეთ უკრაინას მივაწოდოთ ყველა ინსტრუმენტი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ უკვე მეათე ქვეყანა ვართ, რომელმაც ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას უკრაინასთან გასულ წელს G7-ის დეკლარაციის ფარგლებში“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა, პედრო სანჩესმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების გარდა,  ოფიციალურმა მადრიდმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 1,13 მილიარდ ევროიანი პაკეტიც გამოაცხადა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემებიც შედის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი