ხვალ დასრულდება პროცესი, პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

ვფიქრობ, რომ ხვალ დასრულდება პროცესი და პარლამენტი აუცილებლად დაძლევს ვეტოს - განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 

პაპუაშვილი თითქმის 1 საათია ტრადიციული პროპაგანდით ამტკიცებს რუსული კანონის საჭიროებას და თავს ესხმის ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, ევროპელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს. ის დასავლელ დონორებს ქვეყანაში "გაუმჭვირვალე" ფულის შემოტანასა და "დესტაბილიზაციის" მცდელობებში ადანაშაულებს. 

როგორც პაპუაშვილი ამბობს, ხვალ, 28 მაისს, ვეტოს საკითხი პლენარულ სხდომაზე პირველივე საკითხად გავა და პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, ჯერ მისი განხილვა დაიწყება, შემდეგ კი კენჭისყრა.

იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტოს დღეს მხარი არ დაუჭირა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი